ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა არ ვიცოდი ვინ ან რატომ მენატრებოდა სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრად რატომ გადამქცევია
რწმენის წმონდა სანთლები რისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ ვის ვკარგავ ვის ვეძახი ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა ასე რატომ განვიცდი მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა თავთან დიდი ვიყავი ღმერთთან ისე პატარა რომ ფიქრებთან დარჩენილს ღამე ღამეს მითევდა ნუთუ მართლა ე ს ქალი ამდენს მარტო იტევდა? ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა გათენება მზის სხივი სითბო მენატრებოდა...
***
ტირილი მომესმა საფლავის ქვასთან მივედი ვნახე თურმე რა ხდება პატარა გოგო ტიროდა ძლიერ და სატრფოს საფლავს არ შორდებოდა მივედი ვკითხე ის კი გაჩუმდა მისი ცრემლებით მიწა ლბებოდა ტიროდა ძლიერ არ ჩუმდებოდა ის საფლავის ქვას არ შორდებოდა...